ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია (Vinda Folio), ერთმანეთს, როგორც მუსიკოსები 2012 წელს დაუკავშირდნენ და ერთობლივი პროექტით, Eko & Vinda Folio მუსიკის შექმნა დაიწყეს.

მათი სადებიუტო ალბომი ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე, Talitres-ზე გამოვა. ამ ლეიბლზე გამოცემულია ისეთი ცნობილი ჯგუფების ალბომები, როგორებიც არიან The National, Motorama, Destroyer, The Walkmen და ა.შ.

Eko & Vinda Folio-ს ალბომს თერაპია ეწოდება და ის დღის სინათლეს 2019 წლის 20 სექტემბერს იხილავს.

ალბომის ყდა ასე გამოიყურება

ალბომის ყდა ასე გამოიყურება

ფოტო: Talitres

ალბომს წინ რამდენიმე სინგლი უძღოდა. მათ შორის იყო შენ ანათებ, რომელიც ალბომში არ შევა.

ალბომი თერაპია ფირფიტაზე, კომპაქტ დისკზე, აუდიოკასეტაზე და ასევე, ციფრული ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ მასში შემავალი ყველა კომპოზიცია ქართულენოვანია.