საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ოპოზიციამ პარლამენტში 300 ათასი ხელმოწერა შეიტანა
საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ოპოზიციამ დღეს, 13 ივნისს პარლამენტში 300 ათასი ხელმოწერა შეიტანა. ისინი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არა 2024 წლისთვის, არამედ 2020 წლის არჩევნებისთვის ითხოვენ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის 200 ათასი ხელმოწერა არის საჭირო.
"2020-ში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, თუ ჩვენ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სტრატეგიული ევროატლანტიკური არჩევანი. ეს არის ჩვენი პარტნიორების მოლოდინი, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც უნდა განხორციელდეს, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და სრულად გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე", — განაცხადა რუსთავი 2-თან ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.
თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ შერეული სისტემა ელექტორატში ძილთა განაწილებას ადეკვატურად არ ასახავს.
"2 დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ძალზე მკაცრი რამდენიმე მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით", — განაცხადა ბარამიძემ.
ამავე დროს, პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. შეხვედრის დაწყების წინ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ევროპულმა საქართველომ შეხვედრა უკვე დატოვა.
შეხვედრის გამართვამდე ორი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას სასამართლო სისტემაზე, სამართლიან არჩევნებსა და ანაკლიის პორტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მან მოუწოდა საქართველოს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყოს. პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები