კელი: ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არჩევნებია, სხვა გზა არალეგიტიმურია
დღეს, 27 სექტემბერს, მედიაში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განცხადება გააკეთა. ელჩის განცხადების თარგმანს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
კელის თქმით, რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის არჩევნები, ნებისმიერი სხვა გზა არადემოკრატიული და არალეგიტიმურია:
ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველას ინტერესი იქითკენ იყოს მიმართული, რომ ქართველ ხალხს მიეცეს არჩევანის გამოხატვის საშუალება, ამისთვის ერთადერთი გზა კი თავისუფალი, მშვიდი საარჩევნო გარემო და დებატებია:
"ყველამ უნდა იზრუნოს, რომ 8 ოქტომბერს იყოს მშვიდი საარჩევნო გარემო. ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, როგორი იქნება ჩვენი რეაქცია - გეტყვით, რომ არ ვაპირებ იმ თემით სპეკულირებას თუ რას ვიტყვით მომავალში. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი სახის დაშინება პოლიტიკური პარტიების მხრიდან მიუღებელია".
ფარულ აუდიო ჩანაწერში, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, ისმის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხმა, რომლებიც თითქოს საუბრობენ საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე. ჩანაწერში ისმის საუბარი რუსთაველის გამზირის კარვებით გავსებაზე, ივანიშვილის სახლთან აქციებზე, ასევე, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, თუმცა, თავად საუბრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს საუბარი რეალური არ არის და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა დამონტაჟებული. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები