მოსკოვში ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერი მარშის დროს 400-ზე მეტი პირი დააკავეს
მოსკოვში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროექტი OVD-Info ავრცელებს, ოფიციალური ინფორმაციით კი დაკავებულების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
საპროტესტო მარში ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად და გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეების წინააღმდეგ მოეწყო. აქცია მოსკოვის მერიასთან შეთანხმებული არ არის, რის გამოც პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ხელკეტი და წყალი გამოიყენეს.
მარშის დაწყებამდე მოქალაქეებმა ერთ-ერთ მეტროსადგურთან დაიწყეს შეკრება. სამართალდამცავები თავიდან მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ და გამვლელებისთვის გზა დაეთმოთ. მარშის დაწყების შემდეგ კი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.
გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. 11 ივნისს ბრალდების დაუდასტურებლობის გამო მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
თვითონ გოლუნოვმა განაცხადა, რომ მარშზე მისვლას არ აპირებს და სხვებს ურჩია რომ 12 ივნისი ახლობლებთან გაატარონ.
აქციის მოწყობასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა მოსკოვის მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო ორგანიზატორებმა ქუჩაში გამოსვლისკენ არავის მოუწოდეს, თუმცა განაცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში ჩისტიე პრუდის მეტროსადგურთან იკრიბებოდნენ.
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
კომენტარები