ქეთი მელუას YouTube-ის ოფიციალურ არხზე ახალი სიმღერა გამოქვეყნდა, რომელსაც მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად ასრულებს.

სიმღერის მელოდიის ავტორი თავად მელუაა, ხოლო სიტყვები დონ ბლეკს ეკუთვნის.

სიმღერა მელუას ახალ ალბომში In Winter-ში შევა, რომელიც 14 ოქტომბერს გამოვა.