ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს. ამის შესახებ გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს. სამცხე-ჯაცახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში On.ge-ს ხაჩიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს.

გამოცემის ინფორმაციით, ხაჩიძე გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. როგორც გამოცემა წერს, რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო პატრიოტთა ალიანსიდან.