თემის დაფიქსირება ნიშნავს, რომ პარტნიორებს აქვთ პრობლემა — დავით ბაქრაძე მაიკ პომპეოს განცხადებაზე
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის 11 ივნისის განცხადებებზე ამბობს, რომ მან დიპლომატიური ენით გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა. ბაქრაძის თქმით, საჯარო განცხადებაში თემის დაფიქსირება ნიშნავს იმას, რომ მათ ეს პრობლემად მიაჩნიათ, ხოლო, დახურულ კარს მიღმა ათჯერ მეტი კრიტიკა ითქმევა. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 12 ივნისს TV პირველის ეთერში ისაუბრა:
"როდესაც პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ლიდერები ერთამნეთს ხვდებიან და მათ დოკუმენტში საჯაროდ ჩნდება რაღაც თემა, თემის გაჩენა თავისთავად ნიშნავს პრობლემის აღიარებას. არ უნდა ველოდოთ, რომ მეგობარი ქვეყნების დეკლარაციაში გაჩნდება "დამგმობი" ჩანაწერები, რომ ამერიკა გმობს ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. ეს არ იქნება არასდროს. აქამდე მისვლა ღია კონფრონტაციას ნიშნავს".
დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ [ანაკლიის] პროექტზე ყურადღების გამახვილება ნიშნავს, რომ იგი ბევრად სცილდება ეკონომიკას და არის გეოპოლიტიკური დატვირთვის.
11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს [ანაკლიის] პორტის პროექტს. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერთან ჰქონდა კომუნიკაცია.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:
"საქართველოს პროგრესი თავდაჯერებულობას მმატებს პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მთავრობის სახელით ვისაუბრო, როცა ვამბობ, რომ თქვენ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გექნებათ ნატოში გაწევრიანების გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, რაც ნატოს ზღვარია და რის მიღწევისკენაც ჩვენ ნატოს ყველა მოკავშირეს ვუბიძგებთ".
პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ საუბრისას მოუწოდა საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს, უზრუნველყოს, მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მაიკ პომპეოს თქმით, მან საქართველოს პრემიერთან პარლამენტის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში.
ამავე თემაზე:
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები