მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტამდე, პოპულარული გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის ფრონტმენს კონფლიქტი 54 წლის კაცთან მოუვიდა.

როგორც პოლიციის წარმომადგენელმა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს დაუდასტურა, 8 ივნისს, 3 საათზე ერთ-ერთ სასტუმროში ტილ ლინდემანი უცნობ 54 და 56 წლის კაცებთან შეკამათდა, რის შედეგადაც, ერთ-ერთმა მათგანმა სახის არეში დაზიანება მიიღო. პოლიცია მათ ვინაობას არ ასახელებს.

როგორც ცნობილია, ინციდენტი სასტუმრო Bayerischer Hof-ის ბარში მოხდა, გერმანული გაზეთის, Bild-ის ინფორმაციით, 54 წლის კაცმა შეურაცხყოფა რამშტაინის სოლისტის თანმხლებ ქალს მიაყენა, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. თუმცა, ეს ეპიზოდი, ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.