ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა.

"ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება", — აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაშლიჯკვრის ესტაკადა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე შენდება.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

მისი თქმით, გადაადგილება ასევე, თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მისი თქმით, გადაადგილება ასევე, თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.