პარასკევ საღამოს და მის მომდევნო უქმე დღეებში მეგობრებთან ერთად, მცირე დოზით ალკოჰოლის მიღება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა თუ დოზირების ზღვარს არ დაიცავთ და ამ ყველაფერს სისტემატიური ხასიათი ექნება, ერთი შეხედვით უწყინარი გართობა და განტვირთვა შესაძლოა საკმაოდ დიდ პრობლემად გადაიქცეს.

1. ღვიძლის გადიდება

როდესაც ალკოჰოლს მიიღებთ, თქვენი ორგანიზმის პრიორიტეტები იცვლება და მისი მთავარი საქმე მიღებული სითხის გადამუშავება ხდება. პროტეინის, ნახშირწყლების და ცხიმისგან განსხვავებით, ორგანიზმს არ შეუძლია ალკოჰოლის დაგროვება. სწორედ ამიტომ, სისხლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიწმინდოს, ამ ყველაფერს კი ღვიძლი აკეთებს. სწორედ მისი მოვალეობაა სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდა.

ღვიძლი მიღებულ ალკოჰოლს წყლად და კარბონის დიოქსიდად შლის, ამ პროცესს კი ოქსიდაცია ეწოდება. თუ ალკოჰოლის დოზა ზედმეტად დიდია და თქვენი ღვიძლი მის გადამუშავებას ვერ ასწრებს, შესაძლოა გახანგრძლივებულმა მეტაბოლიზმმა ღვიძლის გადიდება გამოიწვიოს. ამ ყველაფერს კი ოთხიდან ექვს კვირამდე მკურნალობა სჭირდება. თუ მკურნალობას არ დაიწყებთ და ამავდროულად ალკოჰოლის მიღებას გააგრძელებთ, ცეროზი გარდაუვალი იქნება.

2. ბაქტერიების გაჩენა

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება თქვენს ნაწლავებში ბაქტერიებს აჩენს, რომლებიც შემდეგ ნაწლავის კედლის გავლით მიგრირებენ ღვიძლში, რაც საბოლოოდ ღვიძლის დაზიანებას იწვევს.

3. გულის პრობლემები

ზედმეტად ბევრი ალკოჰოლი თქვენი გულისთვის ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს. უმეტეს შემთხვევებში გული სუსტდება და ვითარდება არითმია, რაც არათანაბარ ფეთქვას გულისხმობს. ამ ყველაფერს კი მაღალი წნევის რისკამდე მივყავართ.

4. პანკრეატიტი

ალკოჰოლის ხშირმა მოხმარებამ შესაძლოა პანკრეატიტი გამოიწვიოს, რაც ჩვეულებრივ, სწრფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა შეიძლება რამდენიმე თვეც გაგრძელდეს (მწვავე პანკრეატიტი). ზოგ შემთხვევაში ანთება ხანგრძლივად მიმდინარეობს და თანდათან არღვევს პანკრეასის ფუნქციას (ქრონიკული პანკრეატიტი).

5. კიბოს რისკი

ყველაფერთან ერთად ზედმეტმა დალევამ, შესაძლოა პირის ღრუს, ყელის, მკერდის, ან ღვიძლის კიბოს რისკის ქვეშ დაგაყენოთ.

6. იმუნიტეტის დაქვეითება

თუ ყოველდღე, ან თითქმის ყოველდღე იღებთ ალკოჰოლს, ალბათ ამჩნევთ, რომ თქვენი იმუნიტეტი ქვეითდება. უფრო ხშირად ცივდებით, იმაზე უფრო ხშირად გაქვთ გრიპი, ვიდრე იმ ადამიანებს ვინც ალკოჰოლს არ მოიხმარს. ამ დროს თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და სხვადასხვა ინფექციებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევს.