სერიალი Russian Doll ნეტფლიქსზე ბრუნდება. შავ კომედიაში მთავარ როლს შოუს შემქმნელი, ნატაშა ლეონე ასრულებს. ახალ სეზონში 8 სერია იქნება.

სერიალში ასევე მონაწილეობენ ემი პოლერი და ლესლი ჰედლენდი. ჯერჯერობით უცნობია მეორე სეზონის გამოსვლის თარიღი.

პირველ სეზონში სერიალის შემქმნელები, პროდიუსერები, რეჟისორები და სცენარისტები მხოლოდ ქალები იყვნენ. ავტორი ნატაშა ლეონე შოუს ექსპერიმენტულ მოგზაურობას უწოდებს და ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო ავტობიოგრაფიაა.

რუსული თოჯინას მთავარი პერსონაჟი ნადიაა, ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკიდან, რომელიც დაბადების დღის წვეულებაზე უბედური შემთხვევის შედეგად იღუპება, თუმცა, სწორედ ეს დღე, რომელიც ყველაფრის დასასრული უნდა ყოფილიყო, პირიქით ნადიას ახალი თავგადასავლის საწყისი ხდება და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

ნადია ცოცხლდება, თუმცა მისი ახალი ცხოვრება ზაზუნას დღეს ჰგავს — ყველაფერი ზედმიწევნით მეორდება და მისი ცხოვრების საბედისწერო დღე დილიდან-სიკვდილამდე მეორდება.

ნადიას ერთი მიზანი აქვს - ან საბოლოოდ მოუღოს ბოლო ცხოვრებას, ან ყველაფერი მოაწესრიგოს იმისთვის, რომ სიკვდილის მიზეზი აღარ მიეცეს.

სერიალის პირველი სეზონი პირველ თებერვალს გამოვიდა, ზაზუნის დღემდე სულ ცოტა ხნით ადრე.