"საქართველო საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა", — ამის შესახებ დღეს, 11 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა:

"საქართველო უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავ ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის — თბილისის ცენტრში დრაკონის შემმუსვრელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართველი ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს - ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება. ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ბახტაძე ამერიკაში 5-14 ივნისს სხვადასხვა შეხვედრებს მართავს.