საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა ცნობილია. ის 14 დეპუტატისგან დაკომპლექტდა. მათ შორის 7 ადგილი ქართულ ოცნებას ეკუთვნის, 3 — ევროპულ საქართველოს, ერთი — პატრიოტთა ალიანსს, ხოლო ორი — დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ეთიკის საბჭოს წევრები

ქართული ოცნება

  1. ირინა ფრუიძე;
  2. ნინო წილოსანი;
  3. რუსლან გაჯიევი;
  4. კობა ლურსმანაშვილი;
  5. გენადი მარგველაშვილი;
  6. რატი იონათამიშვილი;
  7. რუსლან პოღოსიანი.

ევროპული საქართველო

  • ოთარ კახიძე;
  • ხათუნა გოგორიშვილი;
  • სერგი კაპანაძე.

ნაციონალური მოძრაობა

  1. მამუკა ჩიქოვანი.

პატრიოტთა ალიანსი

  1. ემზარ კვიციანი.

დამოუკიდებელი დეპუტატები

  • ეკა ბესელია;
  • რამაზ ნიკოლაიშვილი.

ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრას 12 ივნისს გაიმართება და საორგანიზაციო ხასიათი ექნება. საბჭოს შემადგენლობა პირველივე სხდომაზე დაიწყებს მუშაობას დებულებაზე და ყველა იმ ფორმაზე, რომელიც საბჭოს ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. საბჭოს სხდომები დახურული იქნება, მიღებული გადაწყვეტილებები კი საჯარო და პარლამენტის ვებგვერდზე აიტყვირთება.

ეთიკის საბჭომ უნდა განიხილოს საჩივრები ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევის შესახებ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს. ასევე, ამ საბჭოს ვალდებულებაა რეკომენდაციების გაცემაც.

გაიგე მეტი: რა ეთიკურ ნორმებს უნდა იცავდეს დეპუტატი - კანონპროექტი მოკლედ