მმართველი პარტიის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ 19-22 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება. მისი თქმით, საქართველო გაერთიანებულია მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში და სწორედ მისი წარმომადგენლები ეწვევიან ქვეყანას.

დეპუტატის განმარტებით, ასამბლეის თემა იქნება "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალურ და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში". ქუცნაშვილის თქმით, სურს ყველა დაესწროს ამ ფორუმს განურჩევლად იმისა "ხელისუფლებას წარმოადგენს, თუ ყოფილი ხელისუფლებას" და ერთად იფიქრონ პრობლემების მოგვარებაზე.

"შეხვედრას გამოვიყენებთ ერთის მხრივ საქართველოს ცნობადობის გაზრდისთვის; მეორე მხრივ საქართველოს, როგორც ქრისტიანული, როგორც ევროპული რელიგიის ერთ-ერთი მშობლის წარმოჩენისთვის; მესამე რელიგიური ტურიზმის გაზრდისთვის და მეოთხე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ სამყაროში იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ჩვენმა მტერმა რა ჩაიდინა", — განაცხადა დეპუტატმა.

ქუცნაშვილის თქმით, ფორმუში მონაწილეობას მიიღებს 3 ქვეყნის 23 სახელმწიფოს დეპუტატები.