წლების განმავლობაში ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ტრანსფორმერები მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო და რეალობასთან საერთო არ ჰქონდა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შევცდით.

არ გჯერათ? - მაშინ ნახეთ ვიდეო და თავად დარწმუნდებით.

თურქულმა კომპანიამ ლეტრონსმა მანქანა ტრანსფორმერად გადააკეთა. ახლა ფანტასტიკური გმირი რეალური გახდა. ნუ, კარგი, მთლად რეალურიც არ არის - ანუ მას არ შეუძლია ლაპარაკი და სამკვდრო-სასიცოცხლო ომებში ჩაბმა, თუმცა ვინ იცის, მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მისი ფასი უცნობია, თუმცა თუ მაინც გაინტერესებთ და შეკვეთა მოგინდათ, მეტი ინფორმაციისთვის, ფასების გასაგებად და შესაკვეთად, ეწვიეთ მათ საიტს.