კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი წამყვანი კინომოვლენაა. წელს ფესტივალის რიგით 54-ე გამოშვებაზე, მსახიობებს - ჯულიანა მურს და პატრიცია კლარკსონს კინოში შეტანილი არტისტული წვლილისთვის ბროლის ბურთს გადასცემენ.

ჯულიანა მური წლევანდელ ფილმში After the Wedding თამაშობს, რომლის რეჟისორიც მისი მეუღლე, ბარტ ფრუნდლიჩია. ფესტივალზე ფილმის ჩვენებას ოსკაროსანი მსახიობი თავის კოლეგასთან, ბილი ქრუდოპთან ერთად დაესწრება, რომელიც ამავე ფილმში მონაწილეობს. ქორწილის შემდეგ სიუზან ბიერის ოსკარზე ნომინირებული დანიური ფილმის რიმეიქია და მისი პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.

კარლოვი ვარზე კიდევ ერთი ფილმის, The Myth of Fingerprints-ის ჩვენება მოეწყობა, რომელზეც ჯულიანა მურმა და მისმა მეუღლემ ერთად იმუშავეს. კინოსურათი 1997 წელს არის გადაღებული.

პატრიცია კლარკსონი 2014 წელს გადაღებული ფილმს, Learning to Drive-ს წარადგენს, რომლის რეჟისორიც იზაბელ კოიქსეტია.

ფესტივალს ასევე კეისი აფლეკიც დაესწრება, რომელიც თავის ახალ ფილმს Light of My Life წარადგენს. აფლეკი ფილმის სცენარისტიც, რეჟისორიც და პროდიუსერიც თავად არის.

ფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან ჩეხი სცენარისტი და ავტორი, სტეფან ჰულიკი, პალესტინელი რეჟისორი, ანამარია იაკირი, უკრაინელი რეჟისორი, სერგეი ლოზნიცა, ბერძენი მსახიობი, ანგელიკი პაპოულია და ფრანგი სცენარისტი და ფესტივალის ორგანიზატორი, ჩარლზ ტესსონი.

კარლოვი ვარის ფესტივალი 28 ივნისს დაიწყება და 6 ივლისს დაიხურება ფილმით Late Night, რომელშიც ემა ტომსონი და მინდი კალინგი თამაშობენ.