5 გზა ფინანსური შფოთვის შესამცირებლად
პირველი ნაბიჯი, რომელიც ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებისას უნდა გადადგათ, ფაქტებისთვის თვალის გასწორებაა - ამის მერე უკვე ბიუჯეტის შედგენაც შეიძლება და, თუ საჭირო გახდა, სხვებისთვის დახმარების თხოვნაც.
1. თვალი გაუსწორეთ ფაქტებს
როცა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციას სრულყოფილად არ ფლობთ, ეს თქვენს შფოთვას მხოლოდ ამწვავებს. გამოყავით დრო იმისთვის, რომ გულისყურით შეისწავლოთ ყველა გადასახადი, ქვითარი თუ საკრედიტო ვალდებულება. გაარკვიეთ, ნამდვილად ცუდ დღეში თუ ხართ და თუ კი - რამდენად. იმის ცოდნა, თუ რასთან გამკლავება გიწევთ, პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია Mind გვირჩევს, რომ მსგავს საკითხებში გარკვევისას უმჯობესია, მორალური მხარდაჭერისთვის გვერდით ის ადამიანი გვყავდეს, ვისაც თვალდახუჭული ვენდობით.
2. შეადგინეთ ბიუჯეტი
მას შემდეგ, რაც თქვენს ხარჯებზე ნათელ წარმოდგენას შეიქმნით, შემოსავალს დააკვირდით. დაიანგარიშეთ, რა რაოდენობის თანხა გრჩებათ მას მერე, რაც ყველა ფინანსურ ვალდებულებას გაისტუმრებთ. როცა გაარკვევთ, თვის განმავლობაში რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ, თავს მეტად წყნარად იგრძნობთ. თქვენი ბანკის ონლაინ-აპლიკაციებსა და სერვისებში საფუძვლიანად გარკვევაც ხარჯების გაკონტროლებაში შეიძლება დაგეხმარებათ.
3. საჭიროების შემთხვევაში, ითხოვეთ დახმარება
თუ თქვენი ვალები და სხვა გადასახადები ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ მარტო გაუმკლავდეთ, დასახმარებლად სხვებს მიმართეთ. თქვენი ბანკის წარმომადგენელთან გაარკვიეთ, სესხის აუღებლად სიტუაციასთან გამკლავების რა გზები არსებობს. რჩევისათვის მიმართეთ ფინასნურ საკითხებში გარკვეულ ახლობლებსა თუ ნაცნობებს. მაგალითად, თუ ცივ პერიოდში გაზის აწეულ გადასახადს ვერ აუდიხართ, მეგობარმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება გირჩიოთ, რომ წლის თბილ თვეებში საგადასახადო ანგარიშზე ნამატი თანხის გადარიცხვა ზამთარს გაცილებით მარტივად გადაგატანინებთ. ბრინატული ვალების გასასტუმრებელი საქველმოქმედო ორგანიზაციის Stepchange-ის წევრი, სიუ ანდერსონი ამბობს, რომ ადამიანებს არ უნდა ერიდებოდეთ იმის აღიარება, რომ დახმარება სჭირდებათ: "დახმარების თხოვნის დაყოვნება პრობლემებს ყოველთვის აუარესებს - ხალხი ხშირად იმისთვის სესხულობს ფულს, რომ უკვე აღებული ვალები გაისტუმრობს, შედეგად კი უფრო და უფრო დიდ ფინანსურ გასაჭირში იგდებს თავს".
4. შექმენით დანაზოგი
თუ ყოველ თვე გარკვეული თანხის გადადების შესაძლებლობა გაქვთ, სათადარიგო დანაზოგი შექმენით. ფინანსური მრჩეველები, როგორც წესი, სამთვიანი ანაბრის გახსნის რეკომენდაციას იძლევიან. მარტივად ხელმისაწვდომ შემნახველ ანგარიშზე დაგროვებული თანხა შეგიძლიათ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოიყენოთ ხოლმე. თუ ამდენის მოხერხება არ შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის დანაზოგის შექმნა მაინც სასარგებლო იქნება. ასევე, თუ თვლით, რომ ცდუნება წაგძლევთ, შეგიძლიათ თქვენს ბარათზე ისეთი ფუნქცია დააყენოთ, რომელიც ხელფასის ჩარიცხვისთანავე თანხის ნაწილს სხვა, ძნელად ხელმისაწვდომ ანგარიშზე გადაგზავნის.
5. გააცნობიერეთ თქვენი დამოკიდებულება ხარჯვისადმი
ყველა, ვისაც ფინანსური შფოთვა აწუხებს, სიღარიბის ზღვარზე ნამდვილად არ იმყოფება. შესაძლოა, მაშინაც კი როცა მშვენიერი შემოსავალი გაქვთ, ხარჯვის დროს მაინც გრძნობთ პანიკის შემოტევას და რაიმეს ყიდვას ფულის გადადებას არჩევთ. პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. შესაძლოა, ღარიბ ოჯახში გაიზარდეთ და იმ მდგომარეობაში დაბრუნება გაშინებთ; შეიძლება, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ფინანსური კრიზისი გადაიტანეთ ან პირად თუ პროფესიულ სივრცეში სტაბილურობის განცდა გაკლიათ. კითხეთ საკუთარ თავს, ბანკში მეტი ფული რომ გქონდეთ, თავს უკეთესად თუ იგრძნობდით ან ფულის დახმარებით თუ შეიძლება რაღაც ისეთის გაკეთება, რაც დაცულობის განცდასა და ბედნიერებას მოგანიჭებდათ.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები