უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა გუბერნატორის გაშვებას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტმა 13 მათგანი უკვე გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იულია მენდელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მენდელის თქმით, მიმდინარეობს ახალი სპეციალისტების ძიება, გუბერნატორის თანამდებობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანური რესურსების საერთაშორისო კომპანიები დაეხმარებიან კადრების მოძიებაში.

"არჩევის კრიტერიუმი შემდეგია: პატიოსნება, პროფესიონალიზმი, კორუფციის ნაკლებობა, სასურველია, რომ კანდიდატს უკვე ჰქონდეს იდეები, თუ ვინ იმუშავებს მათ გვერდით", — ამბობს პრესსპიკერი.