მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ოპონენტის, შალვა შავგულიძის არმილოცვა არ სწყენია. მისი თქმით, ოპონენტისგან არაფერი უნდა გეწყინოს, რადგან ის ყოველთვის ეცდება "შენი წონასწორობა დაარღვიოს".

კახაძე ამბობს, რომ ოპონენტის ქცევას უნდა შეხვდე, როგორც მოცემულ რეალობას და რეაგირება არ უნდა გქონდეს.

"მე გამოვიყენებ ჩემს ძველ წარსულს. დაავადება სულ ცდილობს გამოგიყვანოს მწყობრიდან. შენ თუ იმის ჭკუაზე გადაგიყვანა ესე იგი წაგიგია", — განაცხადა კახაძემ გადაცემა 360 გრადუსში.

წამყვანის კითხვაზე, ადარებს თუ არა ის დაავადებას ევროპულ საქართველოს და თავისუფალ დემოკრატებს კახაძე პასუხობს: "ყოველ შემთხვევაში ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, როგორიც მათ იცდილეს, რაღაც დაავადების ნიშნებს შეიცავს, ოღონდ პოლიტიკური დაავადების, რასაკვირველია".

ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დამოკრატების კანიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მმართველმა პარტიამ მის წინააღმდეგ ცილისწამებლური კამპანია აწარმოა. მისი თქმით, არჩევნები დაშინებით და ადმინსიტრაციული რესურსით წარიმართა. მისივე თქმით, შედეგებს თვალს უსწორებს, მაგრამ მისალოცი არაფერია.

31 უბნის მონაცემებით, კახაძემ 10 738 ხმა (61,83%) მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 6 630 ხმა (38,17%).