ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მანჰეტენზე ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი პირი მფრინავია. მისი თქმით, ის ერთადერთი იყო ვერტმფრენზე.

ავიაკატასტროფა მანჰეტენზე ერთი საათის წინ მოხდა. თავდაპირველად უცნობი იყო ვერტმფრენი ჩამოვარდა თუ შეეჯახა ცათამბჯენს. ნიუ-იორკის მერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ავარიულად ან მძიმედ დაეშვა.

მოგვიანებით კი ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პირველადი ინფორმაციით, ვერტმფრენი ცათამბჯენზე მძიმედ დაეშვა. მათი თქმით, სახურავზე ხანძარი უკვე ჩააქრეს.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს გადაუხადა მადლობა. პრეზიდენტს მომხდარზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ მაშველების შრომა 24 საათი და 7 დღე მთელი წლის განმავლობაში დასაფასებელია.