მანჰეტენზე ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა.CNBC-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. CNN კი წერს, რომ დაშავებულები ვერტმფრენის მგზავრები არიან. ზუსტ რაოდენობაზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოცემა წერს, რომ მიზეზი მძიმე დაშვება გახდა, რა დროსაც ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა ვრცელდება. მანჰეტენზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სახანძრო მანქანები.