მუხის ხე, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მეგობრობის ნიშნად დარგეს, გახმა. მაკრონმა მუხის ხე ტრამპს 2018 წელს აჩუქა, როდესაც აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით იყო ჩასული.

პრეზიდენტებმა ხე ერთად დარგეს, მათ გვერდით კი პირველი ლედები იყვნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ხე ორ ქვეყანას შორის კავშირის შეხსენება იქნებოდა.

ნერგი პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ბელოს ტყიდან ჩაიტანეს. სწორედ ამ ტყეში პირველი მსოფლიო ომის დროს, 1918 წელს გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელშიც 1 800-ზე მეტი ამერიკელი დაიღუპა.

დარგვის შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, რომ ხე გაქრა. როგორც შემდეგ გაირკვა ხე კარანტინში მოათავსეს რათა დაავადებებები და ინვაზიური მწერები არ გავრცელებულიყო. აშშ-ში საფრანგეთის ელჩმა, ჟერარდ არომ თქვა, რომ კარანტინის შემდეგ ხე თავის ადგილზე დაბრუნდებოდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ხე კარანტინს ვერ გაუძლო.