E3 2019-ის ექსპოზე, Microsoft-ის Xbox-თან დაკავშირებული ბრიფინგის შემდეგ, CD Projekt RED-მა ახალი თამაშის საიბერპანკ 2077 -ის ტრეილერი წარმოადგინა, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავ კიანუ რივზს ვხედავთ. ის თამაშის ერთერთ პერსონაჟს განასახიერებს.

ნაით სითი, კალიფორნია. 2077 წელი. მსოფლიო თითქმის ჩამონგრეულია. MegaCorps-ი ცხოვრების ყველა ასპექტს მართავს, მაღალსართულიანი შენობების და ცათამბჯენების ჩათვლით. მის ქვემოთ კი ქუჩებს ნარკომოვაჭრეები, ტექნიკის ჯიბგირები და "ბრეინდენს სლინგერები" მართავენ.

აქ ვხედავთ დეკადენსის, სექსის და პოპკულტურის ნაზავს, რომელიც თან ძალადობრივ კრიმინალს, ექსტრემალურ სიღარიბეს და მიუღწეველ ამერიკულ ოცნებას ერთვის.

თამაში 2020 წლის 16 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.