8 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მეგობრების დღე აღნიშნეს, თუმცა სუპერგმირების შემსრულებლებმა რაიან რეინოლდსმა, ჯეიკ ჯილენჰოლმა და ჰიუ ჯეკმანმა ამ დღეს ერთმანეთი დატროლეს.

მათ ერთმანეთის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებსაც აუცილებლად აკლდა მესამე მეგობარი.

პირველი პოსტის ავტორი, მეგობრებს შორის ყველაზე დაუნდობელი ტროლი, დედპულის როლის შემსრულებელი, რაიან რეინოლდსი გახლდათ, რომელმაც მისი და ჯეკმანის სურათი გამოაქვეყნა:

"საუკეთესო მეგობრის დღეს ჯეიკ ჯილენჰოლს ვულოცავ (ფოტოზე არაა)"

მას ვოლვერინის შემსრულებელმა საერთო ფოტოთი უპასუხა და იქვე ჯეიკსაც მიესალმა:

"მეოთხე სტადიის ტკიპა. #საუკეთესომეგობრებისდღე #სალამიჯეიკ"

View this post on Instagram

Stage 4 clinger. #bestfriendsday #HiJake

A post shared by Hugh Jackman (@thehughjackman) on

Spider-Man: Far From Home-ში, მისტერიოს როლის შემსრულებელმა ჯილენჰოლმა კი რეინოლდსს სამაგიერო გადაუხადა და ფოტო ჯეკმანთან ერთად გამოაქვეყნა:

"საუკეთესო მეგობრების დღეს რაიან რეინოლდს ვულოცავ (ფოტოში არაა)"

პოსტის კომენტარებში მეგობრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგში ფოტოს ერთად გადაიღებდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც მსახიობები ერთმანეთს საჯაროდ ტროლავენ. გაიგეთ მეტი: