მთაწმინდის უბანში რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა, ლადო კახაძემ გაიმარჯვა. 31 უბნის მონაცემებით, კახაძემ 10 738 ხმა (61,83%) მიიღო. მისმა კონკურენტმა ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი 6 630 ხმა (38,17%).

პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).