ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდის მესამე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთი მოქალაქეს არა რეგისტრაციის მისამართზე, არამედ ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე მიუტანეს. როგორც უწყების პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თქვა, ეს მისამართი საარჩევნო უბნის მიღმა იყო.

"ყუთი დაილუქა, გაიგზავნა საოლქო-საარჩევნო კომისიაშია. ის მიიღებს გადაწყვეტილებას", — აღნიშნა ანა მიქელაძემ.