ლონდონის ავტობუსში ლესბოსელი წყვილის ცემისთვის ხუთი პირი დააკავეს. ისინი ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისა და ძარცვის ბრალდებით არიან დაკავებულები. მათი ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავტობუსში წყვილს თავს 30 მაისს დაესხნენ. თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მათ სხეულსა და ტანსაცმელზე სისხლი აქვთ.

გოგოები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელები შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისთვის ეკოცნათ. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ისინი სცემეს და გაძარცვეს.