რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ერთიანობას მხარს უჭერს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა იმ ადამიანებისთვის პატივის მიგებაა, რომლებმაც თავი გაწირა იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველომ გააკეთა უკვე არჩევანი გახდეს დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის ახალგაზრდა ადამიანები, ვინც 20 წლის წინ ამ მიზანს აფხაზეთში თავი შესწირა. შეერთებული შტატები პატივს სცემს ქართველების არჩევანს და მიღწევებს და მათ მხარდაჭერას განაგრძობს".