"თუ ამომრჩეველი, რომელიც აღარ ენდობა ივანიშვილის ხელისუფლებას და მიაჩნია რომ ის შესაკვეცია, იქნება აქტიური და დააფიქსირებს თავის პოზიციას, დღეს მთაწმინდიდან დაიწყება ხელისუფლების შეცვლა", — ამის შესახებ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა. შალვა შავგულიძემ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში საკუთარი არჩევნები ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.

ჟურნალისტებთან საუბრისას შავგულიძემ აღნიშნა, რომ დაბალი აქტიურობის პირობებში ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა, პარლამენტში კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს:

"ამომრჩევლის აქტიურობთ განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგები".

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის იმართება. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმების 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).