საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 112-ზე სულ 115 შეტყობინება დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, შეტყობინებების უმრავლესობა ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან შევიდა. საგანგებოს ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა რამდენიმე ხე და ტოტი, რამაც გზა ჩახერგა. წვიმის შედეგად ქუჩები, სახლები პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ძლერი წვიმა იყო შიდა ქართლში. რეგიონის მასშტაბით 112-ზე სულ 25 შეტყობინება შემოვიდა. ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, სახლების პირველი სართულები და ეზოები. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოშალა ქვიშა. გზის ნაწილი უკვე გაწმენდილია.