შეერთებული შტატები და მექსიკა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე შეთანხმდნენ. მექსიკამ ვაშინგტონის მხრიდან სავაჭრო ტარიფების დაწესება თავიდან აირიდა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, 3 დღიანი მოლაპარაკების შედეგად მექსიკასთან წერილობით შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, ტარიფების დაწესება, რომელიც ორშაბათს იგეგმებოდა, გაურკვეველი დროით გადაიდო.

პრეზიდენტის განცხადებით, სანაცვლოდ მექსიკა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გადამწვეტი ზომების მიღებას დათანხმდა, მათ შორისაა საზღვარზე ეროვნული გვარდიის გაგზავნა და ადამიანებით მოვაჭრე დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ი მექსიკის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას გეგმავდა. მექსიკა სამხრეთ საზღვარზე ეროვნულ გვარდიასაც განათავსებს.