ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების რაოდენობა დაახლოებით 200-ით გაიზარდა.

"3%-ზე მაღალი მაჩვენებელი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის კანონდარღვევა", — ანა მიქელაძემ.

საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლების რაოდენობის ზრდაზე ევროპულმა საქართველომ ბრიფინგი გამართა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. ის ამბობს, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი პირები გადასატანი ყუთის სიაში არიან დამატებული და არჩევნების წინ გადასატანი ყუთის სია ხელოვნურად არის გაბერილი.

"234 ამომრჩეველია დამატებული სამ კვირაში გადასატანი ყუთის სიაში. ეს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უბნებზე მისვლა, სახლში მისცემენ გადასატანი ყუთით ხმას, ისნი არ გადიან მარკირებას და შეუძლიათ, დაატრიალონ კარუსელი და მეორედ მისცენ ხმა უბანზე მისვლით. გადასატანი ყუთების სიის ხელოვნური ზრდა უკავშირდება იმას, რომ შეუძლებელია ასეთ ხმის მიცემის დროს ფარულობის დაცვა. ვიცით, რომ თავზე ადგანან "ოცნების" წარმომადგენლები, აშინებენ, ზეწოლა ხდება ადამიანზე, მათ თვალწინ ხდება შემოხაზვა. ასეთი მანიპულაციებით არჩევნებს ვერავინ მოიგებს", — განაცხადა ხოშტარიამ.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, თუ ამომრჩეველი რეგისტრირებულია გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში, რომც მივიდეს საარჩევნო უბანზე, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით მან ხმა აუცილებლად გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის 9 ივნისს გაიმართება. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ხმებსი 41 პროცენტი (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83% (5 422 ხმა).