ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი პირველივე ტაიმში ვაკო გვილიამ გაიტანა. მეორე გოლის ავტორი გიორგი პაპუნაშვილი იყო, მესამესი კი ვატო არველაძე.

მატჩის მსვლელობისას მოედანზე ერთი გულშემატკივარი შევარდა. დაცვის მცდელობის მიუხედავად მან შეძლო და ფეხბურთელებთან მიირბინა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილთან ჩახუტების შემდეგ მან მოედანი დაცვის გარეშე, თავად დატოვა.