საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ ოდა სახლები იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რაჭაში განაცხადა.

"ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობს ოდა სახლების კონსერვაცია-შენარჩუნება და მოხდა მისი სტატუსის დამკვიდრება. ინიციატივით გამოვედი, რომ იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ოდა სახლები, რადგან ეს საქართველოსათვის ძალიან დამახასიათებელი და განსაკუთრებულია. მთელს მსოფლიოში ტურისტები სწორედ იმას ეძებენ, რაც რაჭაშია", — განაცხადა პრეზიდენტმა.