არაერთი პრიზის მფლობელი დისტოპიური დრამა Handmaid's Tale ამ თვეში მესამე სეზონით დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც სერიალმა პირველი სეზონის ბოლოს მარგარეტ ეტვუდის გავლენიანი რომანის ტექსტი სრულად ამოწურა, შოუს ავტორებმა ამბის მთავარ გმირს, ჯუნს, ცხოვრების დარჩენილი გზა საკუთარ შემოქმედებით ძალებზე დაყრდნობით გაუკვალეს. მოქმედება კი მეორე სეზონის ფინალური სცენიდან 10 წუთის შემდეგ ვითარდება.

1. სერიალის შემქმნელებმა უარი თქვეს ძალადობრივ პორნოგრაფიაზე

ფოტო: HULU

იმის გამო, რომ თავგადაკლული ფანების ნაწილმა შოუს მეორე სეზონის ყურება მისი ზედმეტად ძალადობრივი სცენების გამო შეწყვიტა, სერიალის შემქმნელმა ბრუს მილერმა ეს ყველაფერი გაითვალისწინა და განაცხადა

ჩვენ გავითვალისწინეთ მაყურებლის შეფასება და ვეთანხმებით იმას, რომ სერიალი ზედმეტად უხეშია. ჯუნისთვის წინა წელი საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა მან მაინც გაიმარჯვა და ეს ძალიან რთული იყო.

მთავარი როლის შემსრულებლის, ელიზაბეტ მოსის თქმით, ეს სეზონი ნაკლებად ბრუტალური იქნება. როგორც ის ამბობს, აქცენტი ძირითადად იმედზე გადადის, რადგან, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმედიანად ვიყოთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ გამოსავალი არსებობს.

2. გილეადში წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს

ფოტო: HULU

ამ სეზონის თანმდევი ხაზი "კურთხეული ბრძოლაა" და ჩვენი პროტაგონისტიც გილეადის ბარბაროსულ და რეპრესიულ რეჟიმთან საბრძოლველად ემზადება.

ჯუნის ტანჯვა აქამდე მხოლოდ პერსონალური იყო, საკუთარი თავის, ჯერ კიდევ უშობელი შვილისა და ჰანასთვის. თუმცა ნიკოლის (ჯუნის ქალიშვილის) გილეადიდან გაყვანის შემდეგ, ის უფრო აქტიურ როლს იკავებს წინააღმდეგობაში.

ამბობს სერიალის პროდიუსერი ვორენ ლითლფილდი.

3. ჩვენ ვაშინგტონში მივემგზავრებით, სადაც რეპრესიული მანქანა უფრო ძლიერია

ფოტო: HULU

2019 წლის სუპერ ბოულზე გასულ რეკლამაში ახალი სერიებიდან ვნახეთ კადრები, სადაც ვაშინგტონის მონუმენტი ჯვრით არის შეცვლილი, რომლის წინაც ათასობით "მხევალია" შეკრებილი. ვაშინგტონი ისევ გილეადის ძალაუფლების ცენტრია. დედაქალაქი რომელშიც ჯუნი, ფრედი და სერენა არიან, უფრო ფუნდამენტალისტური, ტრადიციული და მკაცრია.

4. რელიგიური სიმძაფრის ახალი სიღრმეები მეტად ექსტრემისტულ იერს იძენს

ფოტო: HULU

"მხევლების" წითელმა მოსასხამებმა სიუჟეტს მიღმა მნიშვნელოვანი შინაარსი მიიღეს, ამერიკელმა და ბრაზილიელმა პროტესტანტებმა ისინი ქალთა რეპროდუქციული თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოიყენეს. გილეადის დედაქალაქში უნიფორმები უფრო მკაცრია და პირბადით სრულიდ ფარავს ქალის სახეს. მხევლებს კი ტუჩები ერთმანეთთან სამი რგოლით აქვთ დამაგრებული.

გილეადის მტკიცებით, მდუმარების აღთქმას მხოლოდ ყველაზე ძლიერი "მხევლები" იღებენ.

ამბობს შოუს პროდიუსერი კიმ ტოდი.

5. დეიდა ლიდიასაც კი აქვს თავისი საზღვრები

ფოტო: HULU

წინა ორი სეზონის რეპრესიული რეჟიმის შიშისმომგვრელი შემსრულებლის რწმენასაც აქვს საზღვარი.

ვაშინგტონის შემზარაობა პირბადეების გარდა იმაშიც გამოიხატება, რომ ყველა უფრო მეტად დამყოლია. ხალხი ან დანებდა, ან ისეა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ვერც კი გაბედავ ხაზს გადაუხვიო. ეს არ არის ლიდიასთვის, მას არ სჯერა მეტი ექსტემალური ნაბიჯების. მას უბრალოდ სახლში წასვლა უნდა.

ამბობს ლიდიას როლის შემსრულებელი ენ დოუდი.

ამ ეტაპზე, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ფსიქოლოგიურად და ემოციურად მოვემზადოთ და დაველოდოთ, თუ რამდენად გამართლდება ჩვენი მოლოდინები.

ამავე თემაზე: