რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკეტის, დმიტრი პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინს უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გეგმაში არ აქვს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება TASS ავრცელებს ინფორმაციას.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, კიევში სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება ამაზე. მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე დისკუსია შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც კრემლი განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმა კიევმა მინსკის შეთანხმების შესრულებასა და ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაში.

"ამ მომენტისთვის განსაკუთრებული არაფერი ხდება", — დაამატა პესკოვმა.

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისს ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის მზადაა რუსეთთან სამშვიდობო დიალოგისთვის, დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში:

"ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ მინსკის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და გავხდეთ უფრო ძლიერები ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით".