სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ნეტფლიქსი ახალ ავსტრალიურ-ამერიკულ ფილმს, I Am Mother- სთავაზობს. მთავარი გმირი პატარა გოგონა რუგარდია, რომელიც რობოტების მიერ გაზრდილი ახალი ადამიანების პირველ თაობას წარმოადგენს. რობოტი დედა სპეციალურად შეიქმნა, რომ დედამიწაზე ადამიანის რასა მათი გადაშენების შემდეგ თავიდან დაესახლებინა. რუგარდის და მისი აღმზრდელი რობოტის ჰარმონიული ურთიერთობა მას შემდეგ იძაბება, როდესაც მათ სახლში დაშავებული უცნობი ქალი (ჰილარი სვენკი) გამოჩნდება. მისი მოტანილი ამბები კი ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რასაც რუგარდს გარე სამყაროზე და დედამისის მიზნებზე უყვებოდნენ.

ფილმისთვის რობოტი WETA Workshop-მა შექმნა, კომპანია ცნობილია საკუთარი ნამუშევრებით ფილმებისთვის - Thor: Ragnarok, Avatar, Blade Runner 2049, The Lord of the Rings და ა.შ.

I Am Mother სანდენსის კინოფესტივალის 2019 წლის ოფიციალური სელექციის მონაწილე იყო.