10 ნივთი, რომელიც ზაფხულის დადგომისთანავე უნდა იყიდო
როგორც იქნა ზაფხული მოვიდა, დღემ იმატა და დატვირთული სამუშაო საათების შემდეგ მეტი თავისუფალი დრო გაგვიჩნდა, სულ მალე კი შვებულებაშიც გავალთ და დავისვენებთ. თუმცა ზაფხულისთვის კარგად მომზადება ხომ ყველა ჩვენგანის მიზანია?
იმისათვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და პატარა დეტალებმა სიტუაცია არ გააუარესოს, მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც დაბრკოლებების გადალახვაში დაგვეხმარება.
აი, ის 10 ნივთი, რომელიც ზაფხულის დადგომისთანავე უნდა იყიდო:
1. სათვალე
ალბათ არ არსებობს კარგი ზაფხული ლამაზი და მოდური მზის სათვალის გარეშე, რომელიც მზის სხივებისგან მარტივად დაგვიცავს.
თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, აქვე გეტყვით, რომ წელს რეტრო სტილის, ფერადი შუშით, ასევე ძალიან პატარა, ან დიდი ზომის სათვალეებია ტრენდული.
2. ჯიბის ვენტილატორი
შემაწუხებლად ცხელი დღის გადასაგორებლად ვენტილატორის ყიდვა ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გამოსავალია.
თუ ფიქრობთ, ამხელა ვინტილატორი სად უნდა ვატაროო, გეტყვით, რომ სულაც არ არის აუცილებელი ვეებერთელას ყიდვა, არსებობს შედარებით პატარა ზომისაც — იმდენად პატარა, რომ ჯიბით ტარებასაც კი შეძლებთ.
3. მზის დამცავი
შვებულებას თუ რომელიმე ზღვის სანაპიროზე ატარებთ, აუცილებლად იყიდეთ ხარისხიანი მზის დამცავი საშუალება. გასაგებია, რომ კარგი რუჯის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, არა ჯანმრთელობის ფასად.
თანაც, ბაზარზე საკმაოდ ხარისხიანი, სხვადასხვა ტიპის კანისთვის განკუთვნილი მზის დამცავი კრემები არის ხელისაწვდომი.
4. ნაყინის კოვზი
ზაფხული ხომ იმიტომაც გვიყვარს, რომ საოჯახო ნაყინს რომ ვიყიდით და ჩავუჯდებით, ბოლომდე ამოვჭამთ ხოლმე? მაგრამ ხანდახან მეგობრებს ან ოჯახის წევრებსაც უნდა ვუწილადოთ, სტუმრებზე აღარაფერს ვამბობთ. ამ დროს კი, სუფრის კოვზით ნაყინის ამოღება ძალიან არაკომფორტული და არაესთეტიურია. შესაბამისად, ნაყინის სპეციალური მრგვალი კოვზებით ულამაზეს ბურთულებს ამოიღებთ და საყვარელ ადამიანებს სასიამოვნო ფორმით მიართმევთ.
5. ჰამაკი
დასასვენებლად თუ ქალაქგარეთ მიდიხართ, არ დაგავიწყდეთ ჰამაკის ყიდვა, რომელშიც მერე კომფორტულად წამოკოტრიალდებით და მთელი წლის სამყოფ წიგნებს წაიკითხავთ. თუ ქალაქში გიწევთ დარჩენა და აივნიან სახლში ცხოვრობთ, იქაც შეგიძლიათ კომფორტული სივრცე მოიწყოთ, კორპუსების ჩრდილს მოეფაროთ და ცივ ყავასთან ერთად წიგნებიც წაიკითხოთ.
6. კონდიციონერი
თბილისში უკვე საგრძნობლად ცხელა და ქალაქიდან გასვლას თუ ჯერ ვერ ახერხებთ, კონდიციონერი იყიდეთ.
მართალია კონდიციონერის მიერ დაბერილი გრილი ჰაერი ბორჯომის ან ბაკურიანისას ვერ შეედრება, მაგრამ თავს უკეთ ნამდვილად იგრძნობთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ეცადეთ მასთან ახლოს არ დაჯდეთ და მითუმეტეს, არ დაგეძინოთ, თორემ აუცილებლად გაცივდებით.
7. დიდი ქოლგა
ზღვაზე თუ საკუთარი მანქანით მიდიხართ, აუცილებლად იყიდეთ დიდი მზის ქოლგა.
მართალია, ქოლგას ადგილობრივებისგანაც მარტივად იქირავებთ, მაგრამ ასე ფულსაც დაზოგავთ და კითხვისას, ყველაზე საინტერესო მომენტში სადარდებელი არ გექნებათ, რომ კიდევ ერთი საათისთვის ფულია დასამატებელი.
8. წყლის კამერა
ცურვა თუ არ იცით და შვებულებას მუხლებამდე წყალში ფეხების ტყაპუნში ატარებთ, იყიდეთ დიდი წყლის კამერა და შეუერთდით მეგობრებს, რომლებიც აქამდე თქვენთვის მიუწვდომელ ზღვის სიღრმეში ატარებდნენ ხოლმე კარგ დროს.
9. ტელეფონის წყალგამძლე ჩასადები
დასვენება კარგია, მაგრამ ამ დროს ინტერნეტის არსებობას ხომ არ ვივიწყებთ, არა?! თანაც, წყალქვეშ გადაღებული სელფები ან სახალისო ვიდეოები სასიამოვნო მოგონებებად გვრჩება.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია ტელეფონის წყალგამძლე ჩასადები შეიძინოთ და საკუთარი ტელეფონი გაფუჭებისგან დაიცვათ.
10. ყურსასმენი
სრული კომფორტისთვის კარგი ყურსასმენიც გჭირდებათ, რომელიც ყურს არ გტკენთ, არ აოფლიანებს და მუსიკაც ისე ისმის, რომ თავი რომელიმე პოპ-ვარსკვლავის კლიპში გგონიათ.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები