საია პარლამენტს მოუწოდებს ინსპექტორობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ კომისიას დებულებით განსაზღვრული წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, კომისიის დებულების შესაბამისად მომზადებული სამოტივაციო წერილი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა, თუმცა გასაუბრების ეტაპზე მოიწვიეს არა ერთი, არამედ სხვა კანდიდატებიც. სალაძე ამბობს, რომ მათი სამოტივაციო წერილები დებულებით განსაზღვრულ წესს არღვევდა.
"ეს აჩენს ეჭვს, რომ კომისია გასაუბრებას ფორმალურად მიუდგა", — ამბობს ის.
სალაძემ საიას ბრალდება ბრიფინგზე პროცედურების განხილვით ახსნა. მისი თქმით, კომისიის დებულება განსაზღვრავდა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის სამოტივაციო წერილის წარმოდგენის ვალდებულებას.
ამასთან, სალაძის განცხადებით, კომისიის დებულებაში, ნათლად და მკაფიოდ ეწერა, რომ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ.
"ზემოთ აღნიშნული საკითხების სამოტივაციო წერილში ასახვა ისეთივე ვალდებულება იყო, როგორც დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარმოდგენა. შესაბამისად, კომისიას გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი/კანდიდატები უნდა გადაეყვანა, ვინც სრულად აკმაყოფილებდა დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის სამოტივაციო წერილის ნაწილში", — ამბობს სალაძე.
კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება 2019 წლის 1 ივნისს ჩაატარა. სალაძის თქმით, მან და კიდევ ერთმა კომისიის წევრმა კომისიას არაერთხელ სთხოვა დებულების დაცვა. კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დებულება მაინც დაირღვა და კომისიამ, ერთის ნაცვლად გასაუბრება 5 პირთან ჩაატარა, საიას თავმჯდომარემ, პროტესტის ნიშნად გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.
საიას თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ხელახალი კონკურსის ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იყო მოწვეული გასაუბრებაზე დანარჩენი კანდიდატები, საიდანაც საბოლოოდ ორი კანდიდატი წარედგინა პრემიერ-მინისტრს.
საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს.
2019 წლის პირველ ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინსპექტორობის ორი კანდიდატი: ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორია წარუდგინა.
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები