ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე კაცმა მატარებელის ლიადაგზე, მატარებელთან ახლო მანძილზე გადასწრება სცადა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, თბილის-ბათუმის მატარებელი ავარიულად გაჩერებულია.

ამავე მედიასთან თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა კაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო. დაშავებული ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმე სისხლის სამარტლის კოდექსის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.