კომპანიები თანაბარ პირობებში იქნებიან — სამინისტრო საბაჟო გადასახადების ვადის შემცირებაზე
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის თქმით, ე.წ. ოქროს სიის კომპანიებისთვის საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადის შემცირება ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში ჩააყენებს.
აღნიშნული ცვლილება "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში 31 მაისს შევიდა. ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა ე.წ. ოქროს სიის კომპანიებისთვის 30 დღიდან 5 დღემდე მცირდება. ე.წ. ოქროს სიაში 217 მსხვილი კომპანიაა გაერთიანებული.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსაც უკავშირდება.
"მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით", — აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.
ახალი რეგულაცია აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა შემთხვევაში 2 ივლისიდან. ე.წ. ოქროს სიის მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა.
აღნიშნული რეგულაციით უკმაყოფილოა ბიზნესსექტორის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ ცვლილების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი, თემურ ჭყონია რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრს ამის შესახებ ერთი თვით ადრე უნდა ეთქვა.
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კი აღნიშნავს, რომ დროში ასე სწრაფად ფინანსური მოდელის ცვლილება ე.წ. ოქროს სიის კომპანიებისთვის რთული იქნება.
"მინიმუმ რაც უნდა მოხდეს, მანამ, სანამ არ გაიმართება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროში ამ კომპანიებთან, მოხდეს იმ მოცემულობის შენარჩუნება, რომელიც დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს", — აღნიშნა ლექვინაძემ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები