ვერტმფრენს, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა — სამინისტრო
ვერტმფრენს, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ კომპანია ავიატორ პლუსი, რომელსაც ვერტმფრენი ეკუთვნოდა, ფლობს საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მოქმედ სერტიფიკატს.
"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური შემოწმება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ვერტმფრენს მართავდა გამოცდილი პილოტი, რომლიც ფლობდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის (ATPL) მოქმედ მოწმობას, გავლილი ჰქონდა სწავლება აღნიშნული ტიპის ვერტმფრენზე და პერიოდული საკვალიფიკაციო შემოწმება. პილოტის ნაფრენი საათების საერთო ოდენობა შეადგენდა 1400 საათზე მეტს.
კურიერის ცნობით, ვერტმფრენმა შემოწმება კომპანია ეარფლეინ ტექნიკსში გაიარა. On.ge დაუკავშირდა ეარფლეინ ტექნიკს, თუმცა მათ ტელეფონი გათიშეს და ამ დრომდე ზარებს არ პასუხობენ.
ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა BELL-505 ტიპისაა. ის ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთ ადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენია და 2018 წელსაა გამოშვებული. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული (სარეგისტრაციო ნომერი 4L-ADJ).
ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი სამივე პირი გარდაიცავალა. უწყების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუმს ჰოტელ ყაზბეგის თანამშრომელი და ეკიპაჟის წევრები არიან. სასტუმრო კუთვნილი ვერტმფრენი დღეს, 6 ივნისს ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები