მარველის სუპერვარსკვლავმა კრის ევანსმა (კაპიტანი ამერიკა) ოთხშაბათს, 5 ივნისს მამაკაცების მცირე ჯგუფს მიმართა, რომლებიც ჰეტეროსექსუალთა აღლუმის მოწყობას გეგმავენ.

მსახიობმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის ადამიანები, ვინც აღლუმის გამართვის ნებართვის მიღებას ცდილობენ, ჰომოფობები არიან და პირადი პრობლემები აქვთ, რომელსაც უნდა გაუმკლავდნენ.

მაგარი ინიციატივაა მეგობრებო, უბრალოდ ვიფიქრე, ჰეტეროსექსუალთა აღლუმის მაგივრად რას იტყოდით იმაზე, რომ "ჩვენ საკუთარი გეი ფიქრების დასამარებას ჰომოფობიით ვცდილობთ იმიტომ, რომ ბავშვობაში არავის უსწავლებია, როგორ მიგვეღო საკუთარი ემოციები. აღლუმი? საერთოდ რაზე ფიქრობთ?"

ევანსმა ეს პოსტი ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც 12,2 მილიონი ფოლოუერი ჰყავს. შემდეგ კი დაამატა

იმედგაცრუებაა, როდესაც გეი და ჰეტეროსექსუალთა აღლუმებს ათანაბრებთ, იმის მაგივრად, რომ აგრესიის მაგივრად ემპათიურობა და განვითარება ეძებოთ. ეს აგრესიაც იმის შიშიდან მოდის, რაც არ გესმით.

ივნისი ლგბტქ თემისთვის აღლუმის თვეა.

მარკ საჰადი, Super Happy Fun America-ს ვიცე პრეზიდენტი აღლუმს 31 აგვისტოს აანონსებს და აცხადებს

"ჩვენ გადავკეტავთ გზებს, ეს ჩვენი შანსია, რომ ჩავატაროთ პატრიოტული მარში ბოსტონში და ავღნიშნოთ ჰეტეროსექსუალთა აღლუმი".

როდესაც ბოსტონის დემოკრატ მერს, მარტი ვოლშს ჰეტეროსექსუალთა აღლუმზე ჰკითხეს, მან უარი განაცხადა კომენტარზე, თუმცა, აქცენტი ლგბტქ აღლუმზე გააკეთა და თქვა

ყოველ წელს, ბოსტონი მასპინძლობს აღლუმის კვირეულს, ამ დროს ჩვენი ქალაქი ერთად აღნიშნავს განსხვავებულობას, სიძლიერეს და მიმღებლობას ლგბტქ საზოგადოების მიმართ. ეს არის განსაკუთრებული კვირა, რომელიც ბოსტონის ღირებულებებს და სიყვარულს წარმოადგენს. ყველას მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდნენ შაბათს - Pride Parade-ზე პროგრესისა და თანასწორობისთვის.