შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი სამივე პირი გარდაიცავალა. უწყების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის რუმს ჰოტელ ყაზბეგის თანამშრომელი და ეკიპაჟის წევრები არიან.

სასტუმრო კუთვნილი ვერტმფრენი დღეს, 6 ივნისს ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.