ვონდერ ვუმენი ბრუნდება. რეჟისორმა პეტი ჯენკინსმა ტვიტერზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც DC-ს სუპერგმირის ახალ კოსტუმს ვხედავთ. ახალი ოქროს არწივის აბჯარი, კომიქსში არსებული ვერსიის მსგავსია. განახლებული ვიზუალი განხილვის საგანი იყო, ფანები იმედოვნებდნენ, რომ აბჯრის ახალ ვერსიას მიწამდე დაშვებული ოქროსფერი ფრთები და ამერიკის დროშის მსგავსი ყელსახვევი ექნებოდა, დაახლოებით ისეთი როგორსაც კომიქსებში ვხვდებით.

ჯენკინსმა ასევე თქვა, რომ ახალი ფილმი წლევანდელ სან დიეგოს Comic Con-ზე არ იქნება წარდგენილი.

უკვე გაიგებდით, რომ ვორნერ ბრაზერსი წელს კომიკ კონის H ჰოლში არ იქნება წარდგენილი, ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ შეგხვდებით. ველოდებით დეკემბერს, რომ დავიწყოთ ოფიციალური #WW84 კამპანია. სიმართლე გითხრათ, ძლივს ვითმენთ!

Wonder Woman 1984-ის ჯგუფმა წინა წლის კომიკ კონზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯენკინსმა მომავალი სიქველი მსახიობებთან — გალ გადოსა და კრის პაინთან ერთად განიხილა. წინა ფილმში პაინის გმირის სიკვდილის მიუხედავად, მსახიობი ახალ სიქველშიც მიიღებს მონაწილეობას.

გაიგეთ მეტი: