m² საკუთარ მობინადრეებს მეტი კომფორტისთვის უძრავი ქონების მართვას სთავაზობს
უძრავი ქონება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია, ხოლო ბინას m²-ის კომპლექსში ლიკვიდური აქტივის სტატუსი და დამატებითი საიმედოობის განცდა ახლავს. სწორედ ამიტომ, ზოგისთვის აქ შეძენილი ბინა, უბრალოდ, კაპიტალდაბანდებაა, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, დროებით სხვას დაუთმობს, ანუ გააქირავებს. ამ მხრივ, საკუთარი მობინადრეების მეტი კომფორტისთვის, კომპანიას ცალკე სამსახური აქვს შექმნილი — უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. შედეგად იქმნება სტრუქტურა, რომელიც ბინების, კომერციული თუ საოფისე ფართების, საწყობებისა და მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობასა და ყიდვა-გაქირავებას უზრუნველყოფს.
წლების განმავლობაში m²-მა საქმიანობის არეალი იმდენად გაიფართოვა, რომ უძრავი ქონების ბაზრის, ფაქტობრივად, ყველა საფეხური აითვისა — მიწის მოძიებიდან ბინების/კომპლექსების/უძრავი ქონების მოვლა-პატრონობით დამთავრებული და სფეროს ლიდერიც გახდა. m²-თვის არ არსებობს ნახევრად დასრულებული პროექტი, რადგან საკუთარ ქმნილებაზე ზრუნვას კომპლექსებში სრული შესახლების შემდეგაც აგრძელებს. სწორედ ამ პროცესის უწყვეტობისთვის არსებობს უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი.
m2rent.ge m²-ის კომპლექსებში სასურველი ტიპის ფართის დაქირავებისა და გაქირავების მსურველთათვის შექმნილი პორტალია და მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის ჩვეული ფუნქციები აქვს: ფართობის, ფასის, სართულისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით ასარჩევი გრაფები, ერთგვარი მენიუ, რომელიც თბილისის საუკეთესო ბინების მრავალფეროვანი ბაზისკენ გვიხსნის გზას.
თუ ბინის გაქირავება გსურთ, ამისთვის მხოლოდ ერთი რამ მოგეთხოვებათ — გქონდეთ ბინა m²-ში, დანარჩენს უკვე კომპანიის შესაბამისი გუნდი მიხედავს.
"მას შემდეგ, რაც მეპატრონე დაგვიკავშირდება, ვსტუმრობთ ბინას და ვიწყებთ მისი, როგორც პროდუქტის შეფუთვას: ვუღებთ ფოტოებს და, სრულ აღწერილობასთან ერთად, განცხადებას m2rent.ge-სა და შესაბამის ფეისბუკგვერდზე ვათავსებთ. ამის შემდეგ, ბინის მონაცემებიდან გამომდინარე, ვირჩევთ სამიზნე აუდიტორიას და გადავდივართ პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის ეტაპზე. მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, ვიტოვებთ გასაღებსაც, რათა დაინტერესებული კლიენტები მათი შეწუხების გარეშე მივიყვანოთ ბინის სანახავად. ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულებასაც ჩვენ ვაფორმებთ, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია უცხოეთში მცხოვრები გამქირავებლისთვის", — ამბობს m²-ის კომერციული უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩხიკვაძე.
გქონდეს ბინა m²-ში, ეს არა მხოლოდ საოცნებო საცხოვრებელ პირობებს ნიშნავს, არამედ ერთგვარი ინვესტიციაცაა, რადგან ხარისხს ყოველთვის აქვს ფასი. ამჟამად m2rent.ge-ს ბაზაში 400-ზე მეტი სრულად გარემონტებულ და ავეჯით აღჭურვილი სხვადასხვა მოცულობის გასაქირავებელი ბინა ირიცხება — დაწყებული ერთოთახიანი სტანდარტულით, დამთავრებული პრემიუმ კლასის მრავალოთახიანი აპარტამენტით. მათი გასაქირავებელი ფასები, ბაზარზე არსებული ზოგადი სურათის ფონზე, საკმაოდ მოქნილია — იწყება 250 დოლარით და, კომპლექსის მდებარეობისა და ოთახების რაოდენობის გათვალისწინებით, მაღლა მიიწევს. იგივე ეხება, კომპანიის მიერ ბინის გაქირავების მომსახურებიდან მიღებულ პროცენტსაც, რაც ასევე დამოკიდებულია უკვე ნახსენებ მოცემულობაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი m²-ის ქონების მოვლის დეპარტამენტის მომსახურებაა, რაც კომპლექსების სრულ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ დამქირავებელი მობინადრის სტატუსს იძენს და იღებს როგორც კოპლექსურ, ისე ინდივიდუალურ სურვილზე მორგებულ მომსახურებას. ეს დეტალი მნიშვნელოვანია გამქირავებლისთვისაც, რომელიც, ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, ბინას პირვანდელ მდგომარეობაში იბარებს.
"საოფისე ფართები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტესად, არა საცხოვრებელ კომპლექსებში, არამედ ცალკე გვაქვს განთავსებული. ასეთ სივრცეა მელიქიშვილის ბიზნესცენტრი, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული უმაღლესი კატეგორიის ნაგებობა, რომელიც ტექნიკურად სრულადაა აღჭურვილი და სამუშაოდ და პარტნიორებთან შესახვედრად იდეალური გარემოა. სწორედ ამის გამო იქაურობა ბოლომდეა დატვირთული. მსგავსი ტიპისა და ხარისხის ფართებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამიტომ, უახლოეს მომავალში, 18 000-ზე მეტი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საოფისე სივრცის დამატებას ვგეგმავთ", — აცხადებს ნინო ჩხიკვაძე.
საოფისეზე არანაკლები მოთხოვნაა კომერციულ ფართებზე. მოგეხსენებათ, ახალ ბინაში შესახლება დიდი სიხარულია, მაგრამ მაშინვე ჩნდება ახალი საზრუნავიც: სად შევიძინოთ პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტი და სხვა? მერე კი ირკვევა, რომ ამ ყველაფერზე m²-მა უკვე იზრუნა და ყველა კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართები ნებისმიერი საჭიროებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების მიერაა ათვისებული.
"კომერციული ფართების გაქირავებისას აუცილებლად ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნას. ამ მხრივ, წლების განმავლობაში, საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა, ამიტომ გადაწყვეტილებებსაც თავად ვიღებთ. პირველ რიგში, ეს არის სასურსათო მაღაზია, სავარჯიშო დარბაზი და სხვა. კომპლექსის მდებარეობიდან გამომდინარე, კომერციული ფართებით სხვადასხვა ტიპის ბრენდული კაფეები და მაღაზიები ინტერესდებიან. რაც შეეხება ქირაობის პირობებს, საერთო ბაზრის გათვალისწინებით, საშუალო ფასი გვაქვს. m²-ის საცხოვრებელ კომპლექსებში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, რადგან იციან, რომ ყველა ბინა გაყიდულია, რაც პოტენციური კლიენტების სიმრავლეზე აისახება. ამიტომ ეს ფართები თავად კომპლექსების დასრულებამდე ქირავდება ან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამჟამად 14 000-მდე კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ვაქირავებთ, სამომავლოდ კი 16 000 კვადრატამდე დამატებას ვგეგმავთ", — აცხადებს ნინო ჩხიკვაძე.
არსებობს მოთხოვნა სასაწყობე ფართებზეც. m²-ის სასაწყობე ფართები ამჟამად, ჯამში, 9 000-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე ინდივიდუალურ პირებსაც. სასაწყობე ტერიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი: დახურული, ანგარის ტიპის, ინდივიდუალური და სამაცივრე. სივრცე მოწესრიგებული და ყოველმხრივ დაცულია.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები