თბილისი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და ზაზა ზვანაძეს 5 ათასი ლარი გირაო შეეფარდა. ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გირაოს გადახდის ვადად განესაზღვრა 7 დღე. მომდევნო სხდომა ანუ საქმის არსებითად განხილვა დაიწყება 14 ივნისს 15 საათზე.

სვანაძეს მუქარაში ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო ჯღარკავა ადანაშაულებს.

ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ზაზა სვანაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და მის შვილს მოკვლით დაემუქრა. ზაზა სვანაძის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.