4 მითი ბავშვებში ენის განვითარების შეფერხებაზე
ენის განვითარების დარღვევის (DLD) დიაგნოზი მაშინ დგება, როცა ბავშვი მშობლიურ ენას ვერ სწავლობს და ამისთვის რამე კონკრეტული მიზეზი არ აქვს.
DLD-ს შედეგად, მათ უჭირთ სხვა ადამიანების ლაპარაკის შინაარსობრივი გაგება ადრეულ ასაკში და საკუთარი აზრებისა და გრძნობების სიტყვებით გადმოცემა.
ბრიტანელი პროფესორი კორტნეი ნობერი იმ ოთხ გავრცელებულ მითს ეხმაურება, რომლითაც გარშემომყოფები ხანდახან ბავშვის მეტყველების დარღვევის პრობლემას პასუხობენ.
1. "გაუვლის"
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მშობლები ჯანდაცვის სპეციალისტებს ბავშვის მეტყველების საკითხზე მიმართავენ ისაა, რომ ბავშვი თავის პირველ სიტყვებს აგვიანებს. ამ დროს, კეთილისმსურველი მეგობრები და ოჯახის წევრები მათ ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობენ და უყვებიან სხვა ბავშვების ისტორიებს, რომლებიც 5 წლამდე სიტყვას ვერ ამბობდნენ და შემდეგ, უეცრად სრულფასოვანი წინადადებებით ამეტყველდნენ.
მკვლევარები ამბობენ, რომ როდესაც ბავშვი სკოლის დაწყებისას, ასაკის შესაბამისად ვერ საუბრობს, მას ენის მარაგის დეფიციტი მომავალშიც უვლინდება.
პროფესორი ნობერი აღნიშნავს, რომ ენის განვითარების დარღვევა დაწყებით კლასებში ბავშვებს შორის 2-3 წლიანი სხვაობას ასახავს. სწორედ მეტყველების პრობლემის გამო, მოსწავლეებს თანატოლების გაგება უჭირთ. მშობლებს ამ დარღვევებზე ინფორმაცია მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს.
2. "უბრალოდ ზარმაცია"
როცა დამაბნეველი გარემოა, ან ვინმე სწრაფად ლაპარაკობს, DLD-ს მქონე ბავშვებს მათი საუბრიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ. მათთვის თითქმის შეუსრულებელი გამოწვევაა ვრცელი ინსტრუქციებისა და დავალებების დამახსოვრება, ან რთულ კითხვებზე შესაბამისი პასუხის წინადადებებით ფორმულირება.
ხანდახან, უფროსები ამ პრობლემას ბავშვის უყურადღებობას ან სიზარმაცეს აწერენ. ის ბავშვები, რომლებსაც ენის განვითარების დარღვევა აქვთ, ვერ გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს, რის გამოც, მათი ემოციები და იმედგაცრუებები ქცევაში აისახება. ხანდახან, ეს ხდება მიზეზი, რის გამოც ბავშვს "ცელქს" ან "საძაგელს" უწოდებენ.
რეალურად, მათთვის ქცევა არის სამყაროსთან ურთიერთქმედების ერთ-ერთი საშუალება. ყურადღებიანმა მშობელმა ეს ნიშნები სწორად უნდა შეაფასოს და სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროს.
3. "მშობლის ბრალია"
ერთ-ერთ მითად პროფესორი გარშემომყოფების შეფასებას ასახელებს იმაზე, რომ პრობლემა ბავშვში კი არა, აღზრდაშია — როდესაც, განათლების არქონის გამო, მშობლები შვილებს საკმარისი სიხშირით არ ესაუბრებიან.
ის დასძენს, რომ ხშირ შემთხვევებში, მეტყველების დარღვევები ბავშვს წინაპრებისგან გადასდის, რადგან გენეტიკა გავლენას ახდენს ტვინის ადრეულ განვითარებაზე.
"ჩვენ საკმარისი ცოდნა არ გვაქვს სპეციფიკურ გენებზე, იმისთვის რომ ბიოლოგიური ტესტით ენის დარღვევები გავიგოთ, თუმცა ცნობილია, რომ ენის სირთულეებზე მშობლების ქცევა იშვიათად აისახება", — ამბობს კორტნეი ნობერი.
ის დასძენს, რომ ბავშვებს, რომლებსაც DLD აქვთ, ენის ბარიერები მოზრდილ ასაკშიც ხვდებათ. ისინი წიგნიერების დაბალ ხარისხს ავლენენ. ეს თავის მხრივ, მათ განათლებაზე მოქმედებს, რის გამოც მომავალში დაბალანაზღაურებად სამსახურს თანხმდებიან. ეკონომიკური მდგომარეობა კი შესაძლოა, მათ გენეტიკურ გავლენებს დაემთხვეს.
თუ ბავშვი არ საუბრობს და არც პასუხს სცემს უფროსებს, მშობლებს, შესაძლოა, მასთან ინტერაქცია გაუჭირდეს. პროფესორი ნობერი აღნიშნავს, რომ ასეთი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები უნდა არსებობდეს, რომლებიც ენის განვითარების დარღვევისას მათ მეტყველების თერაპიით უზრუნველყოფს:
"შესაძლოა ენის განვითარების დარღვევა გენეტიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიცინა და მეცნიერება პრობლემის მიმართ უძლურია. თერაპევტები შეძლებენ ბავშვებისა და მშობლების დახმარებას, იმისთვის, რომ მათ კომუნიკაციაში და ენის განვითარებაში დაეხმარონ".
4. "ბილინგუალიზმის ბრალია"
მითზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვს ენის პრობლემები ექმნება, თუ ორ ენას ერთდროულად სწავლობს, მეცნიერებას პასუხი აქვს — ორი ენის ექსპოზიცია არ იწვევს და არც ართულებს ენის განვითარების დარღვევას.
"მშობლებს შეუძლიათ შვილებს იმ ენაზე ესაუბრონ, რა ენაზეც სურთ", — ამბობს პროფესორი.
ის დასძენს, რომ თუ ბილინგუალ ბავშვებთან ენის განვითარების დარღვევის იდენტიფიცირება რთულდება, მშობლებმა ოჯახის ისტორიას უნდა გადახედონ. თუ პრიორიტეტული ენის სწავლა დაწყებით კლასშიც გართულდება, ეს აშკარა ნიშანია იმის, რომ მას დამატებითი დახმარება სჭირდება.
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
კომენტარები