ჩერნობილი დასრულდა და არ იცით, რას უყუროთ? – სერიალის შემქმნელი ამ 7 ფილმს გირჩევთ
ჩერნობილის დასრულებამ ფანებში უკმარისობის განცდა შექმნა, თუმცა ამ სიცარიელის ამოსავსებად სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი კრეგ მეზინი თავისი საყვარელი ფილმების სიას გვთავაზობს, რომლებიც, მისი თქმით ჩერნობილის მოვლენების უფრო სიღრმისეულ გაცნობაში დაგვეხმარება.
მეზინმა თავის პირად ტვიტერის გვერდზე 7 ფილმის რეკომენდაცია ჩამოწერა, რომლებიც, მისი თქმით სერიალ ჩერნობილზე მუშაობისთვის შთაგონების წყარო იყო.
1. COME AND SEE
Come and See-ს სიუჟეტურად ჩერნობილის კატასტროფასთან საერთო არაფერი აქვს და მეტიც, ტრაგედიამდეა შექმნილი. მიზეზი, რის გამოც მაზინმა ის ამ სიაში შეიყვანა, საბჭოთა ესთეტიკა და თემატიკის სიმძიმეა. ფილმი ნაცისტების მიერ ბელარუსის ოკუპაციას შეეხება.
2. Chernobyl 3828
ჩერნობილი 3828 2011 წელს გადაღებული უკრაინული დოკუმენტური ფილმია, რომელიც იმ ლიკვიდატორების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც აფეთქების შემდგომ, ჩერნობილის ყველაზე მეტად დაბინძურებული და საშიში ადგილები გაწმინდეს.
3. Chernobyl - The Severe Days...
რუსი რეჟისორის, ვლადიმირ შევჩენკოს 1986 წელს გადაღებული ეს შემაძრწუნებელი ფილმი მოვლენების ეპიცენტრს გვიჩვენებს. თავად რეჟისორისთვის რადიაციისგან მიყენებული ზიანი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ის მოგვიანებით გარდაიცვალა.
4. The Voice of Lyumdilla
The Voice of Lyumdilla შვედური დოკუმენტური ფილმია, რომელიც ლუდმილა იგნატენკოს გარშემო ტრიალებს. აქ მაყურებელი მისი თვალით დანახულ კატასტროფას ნახავს და მოისმენს.
5. Surviving Disaster
Surviving Disaster 2009 წელს გადაღებული ბიბისის სერიალია, სადაც ერთი ეპიზოდი ჩერნობილის კატასტროფას ეთმობა.
6. Zero Hour
2013 წლის ეს ბრიტანული ტელესერიალი ადამიანის გამოისობით მომხდარ ტრაგიკულ კატასტროფებს ეძღვნება. ერთ-ერთი სერია კი, გასაკვირი არ არის, რომ ჩერნობილის მოვლენებს მოგვითხრობს.
7. Seconds From Disaster
Seconds From Disaster 2004 წელს დაწყებული ბრიტანულ-ამერიკული ტელეშოუა, რომელიც ასევე ადამიანებისგან გამოწვეულ კატასტროფებს იძიებს.
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
კომენტარები