რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა, როსკომნადზორმა Tinder ინფორმაციის გამავრცელებელთა რეესტრში დაარეგისტრირა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, რეესტრში მოხვედრით, Tinder ვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურებს მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

როსკომნადზორის რეესტრში გაწევრიანებული ორგანიზაციები ვალდებული არიან, რუსეთის ტერიტორიაზე მომხმარებელთა მოქმედებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მიმოწერა, ფოტო-აუდიო-ვიდეომასალა შეინახოს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდონ. რეესტრში შედიან ცნობილი რუსული საიტები და ინტერნეტსერვისები: იანდექსი, მამბა, ვკონტაქტე, მაილ.რუ და ა.შ.

2018 წლის მონაცემებით, Tinder 190 ქვეყანაში 57 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. რუსეთის App Store-ში აპლიკაცია პოპულარობის მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს.